საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

წოფი (მარნეულის რ-ნი)

1.ცქიტიშვილი გ. წოფი: ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი //საქართველოს გეოგრაფიის კრებული.I.-1960.-გვ.83-94. რეზ.რუს
სადახლოს ახლოს, ბანუშ-ჩაის ხეობაში მდებარე წოფის ციხისა და მის მახლობლად ნაგები ეკლესიის ნაშთების მშენებლობის ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება, აგების სავარაუდო თარიღი, ისტორიული წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა წოფის შესახებ. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (რუკა N1; ტაბ.XIX).
2.წოფის ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.344.
ქვემო ქართლში, ისტორიულ სომხითში, მდებარე შუა საუკუნეებში აგებული წოფის ციხესიმაგრის მოკლე აღწერილობა.
3.წოფის ციხე //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.90. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
4.წოფის მთავარი ეკლესია //საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადამიანები. საქართველო.-2015.,თბ.-გვ.166-167.
5. წოფის ეკლესია //ხარაძე, კ. მარნეულის მუნიციპალიტეტი ბუნება, წარსული, აწმყო.-თბ.,2019.-გვ.2018.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა