საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

წუღრუღაშენი (ბოლნისის რ-ნი)

1.ზაქარაია პ. ბოლნისები და წუღრუღაშენი.-თბ.,1953.
წუღრუღაშენის გუმბათოვანი ტაძრის აღწერილობა.
2.ზაქარაია პ. წუღრუღაშენი.-თბ.,1952.
მდინარე ფოლადაურის ხეობაში მდებარე XIII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ისტორია, ორნამენტები, შიდა სივრცის აღწერილობა და წარწერების ანალიზი.
3.ზაქარაია პ. წუღრუღაშენი, 1213-1222 წწ..-თბ.,1955.
ლაშა-გიორგის მეფობის დროს აგებული გუმბათოვანი ეკლესიის - წუღრუღაშენის აღწერილობა.
4.წუღრუღაშენი //საქართველოის სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.291-292.
XIII საუკუნეში აგებული, მუქი ყვითელი ფერის გუმბათოვანი ტაძრის მდებარეობა, ხუროთმოძღვრული აღწერილობა, წარწერების მოკლე მიმოხილვა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია წუღრუღაშენის სარკმლის მორთულობისა და დეტალის ფოტოები.
5.XII სუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის პირველი მესამედის ხუროთმოძღვრება: წუღრუღაშენი //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღრება XI-XVIII სს.-თბ.,1990.-გვ.113-131.
ძეგლის გეოგრაფიული სივრცე, ასომთავრული წარწერების ანალიზი და ცნობა ტაძრის ამგების შესახებ. ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასაითება, მხატვრული აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, ი.ბართოლომეი, მ.ბროსე, არქიტექტორი დ.გრიმი, დ.ბაქრაძე, გ.ჩუბინაშვილი, ნ.სევეროვი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.30-34; ტაბ.XLII-XLVI) //ზაქარაია პ. ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა.ტ.2: XI-XIIIს.ს.-თბ.,1978.-გვ.153-190.
6.ბოლნისის ეპარქია: წუღრუღაშენის წმ. გიორგის მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები.-თბ.,2005.-გვ.40.
მოკლე ცნობა მონასტრის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი), ტაძრის ამგები ჰასან არსენის ძე (XII-XIII სს.). ტექსტს ახლავს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ფოტო.
7.განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): წუღრუღაშენი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.66.
ტაძრის ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXXI. სურ.1).
8.ბერძენიშვილი დ. "ხევი ბოლნისისა" //დმანისი.IV.-თბ.,2003.-გვ.228-229.
წუღრუღაშენის (გუნბადი) გუმბათოვანი ტაძრის არქიტექტურის აღწერილობა, ასომთავრული წარწერების ანალიზი. აღნიშნულია წუღრუღაშენის ხევის სათავეში გათხრილი და შესწავლილი რკინის საწარმოო უბანი, ნასოფლარი და ძველი გვირაბები მადნის საბადოებში. მოხსენიებული არიან: ვახუშტი ბაგრატიონი, ტაძრის ამგები ჰასან არსენის ძე, ვ. სილოგავა.
9.წუღრუღაშენი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.351.
XIII საუკუნის ტაძრის ხუროთმოძღვრებისა და შემკულობის მოკლე აღწერილობა, აგების სავარაუდო თარიღი. მოხსენიებულნი არიან: მეფე ლაშა-გიორგი, ჰასან არსენის ძე, რ. შმერლინგი.
10.წუღრუღაშენი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.156.
ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. სამშენებლო წარწერის მიხედვით ძეგლის მაშენებლად მოხსენიებულია ჰასან არსენისძე. მოცემულია ძეგლის ზომები. ტექსტს დართული აქვს ფოტოები (ტაბ.159,160).
11.ოდიკაძე რ. წუღრუღაშენი //გაზ. "საბჭოთა ოსეთი".-1990(29 მარტი).-გვ.4.
12.წუღრუღაშენი // სახალხო განათლება.-2000(1 ნოემბ.).-გვ.7.
ტაძრის მოკლე აღწერილობა.
13.ჭიჭინაძე ზ. სამხრეთ საქართველო //მოგზაური.-1901.-N2.-გვ.172-182.
მოკლე ცნობები ტაძრის შესახებ.
14.დმანისის და მანგლისის სიონი //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.-თბ.,2011.-გვ.53.
ტაძრის გარე და შიგა სივრცის მოკლე აღწერილობა. აღნიშნულია, რომ ძეგლის ასაგებად გამოყენებულია ფერადი ქვები და შემკულია მდიდარი ჩუქურთმებით. მოხსენიებულნი არიან: გიორგი IV ლაშა, ქტიტორი ჰასან არსენის ძე. ტექსტს ერთვის წუღრუღაშენის გუმბათის ყელის ჩუქურთმებისა და ტაძრის საერთო ხედის ფოტოები.
15.Амиранашвили Ш. история грузинского искусства.-М..1963.-С.275 с илл.
16.Бакрадзе Дм. Кавказ в древних памятниках христианства //Записки Общества любителей кавказской археологии.Кн.1.-Тифл.,1875.-С.162-163.
17.Северов Н. памятники грузинского зодчества.-М.,1947.-С.182 с илл.
18.Путеводитель к выставке древне-грузинской архитектуры.-Тифл.,1935.-С.24 с илл.
19.памятники культуры Грузии. Каталог выставки.-Тб.,1967.-С.91 с илл.
20.Мшвениередзе Д. Строительное искусство в древней Грузии.-Тб.,1959.-С.79-81 с рис.
21.Цугругашени //Джанберидзе Н. Архитектурные памятники Грузии.-М.,1996.-С.266-273 с илл.
22.Джанберидзе Н., Кинцурашвили С. Каталог выставки "Грузинская архитектура".-Тб.,1958.-С.26 с илл.
23.წუღრუღაშენი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.91.-92. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
24.წუღრუღაშენი //საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადამიანები. საქართველო.-2015.,თბ.-გვ.124-125.
25.წუღრუღაშენი //ბოლნისი.,2017.-გვ. 115.
26.წუღრუღაშენი //გედენიძე ი. საქართველო- რასაც არწივები ხედავენ.-თბ.,2018.-გვ.78-79.ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
27.წუღრუღაშენი //ჟვანია ლ. ფრაგმენტები ბოლნისის ისტორიიდან.-2023.-გვ.34-39.
28.წუღრუღაშენი (Xlll) //ხმელიძე თ; ქაშიაშვილი ზ; ვანიშვილი თ; ქართული კულტურა და ხუროთმოძღვრება.-თბ.,2023.-გვ.314-316.
29.წუღრუღაშენი //ბოლნისის რაიონის მუზეუმებისა და ისტორიული ძეგლების გზამკვლევი.-თბ.,2023.-გვ.5.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა