საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ხოვლე (კასპის რ-ნი)

1.გომელაური ი. ხუროთმოძღვრული ძეგლი სოფელ ხოვლეში //ძეგლის მეგობარი.-1964.-N3.-გვ.60-74.
ხოვლეს წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესიის ნანგრევების აღწერილობა.
2.მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა.-თბ.,1959.-გვ.39-40.
ხოვლეს ციხე-გალავნის შემორჩენილი ნაწილის, კოშკებისა და სამრეკლოს მოკლე აღწერილობა. აღნიშნულია 1920 წლის მიწისძვრით დანგრეული ეკლესიები: მაცხოვრის , წმ. თევდორეს , ისციხის წმ. გიორგის, ავკეთის წმ. გიორგის, ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლის, პეტრე-პავლეს , წმ. მარინეს, წმ. ნინოს, ნინიანთ წმ. გიორგისა და კვართის სახ. ეკლესიები, კვირიკეწმინდა.
3.ხოვლე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.494.
სოფ.ხოვლეს ტერიტორიაზე ნაგები მატერიალური კულტურის ძეგლების მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს წმ.გიორგის სახ.ეკლესიის კანკელის მოციქულთა გამოსახულებიანი ფილის ფოტო.
4.ხოვლე //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.221-223.
სოფ.ხოვლის ისტორიული ძეგლების: ისოდორიანთ საყდრის (დგას სოფლის სასაფლაოზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით, ნაგებია ნატეხი ქვით),კვართის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით, ძლიერ დაზიანებულია), კოშკი-სამრეკლოს (აგებულია ჯავახიშვილების უბანში, ცილინდრული კოშკი, დათარიღებული გვიანი ფეოდალური ხანით, სამრეკლო- - აგურითა და რიყის ქვით ნაგები), წითელი საყდრის (აგებულია მდ.ხეხმელას მარჯვერნა ნაპირზე, თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით, ძლიერ დაზიანებულია), წმ. გიორგის სახ. საყდრის (VI-VII საუკუნეების , დარბაზული ტიპის), XI-XII საუკუნეების კანკელის (აღიდგენიატ XIV საუკუნეში), წმ. თევდორეს სახ. ეკლესიის (თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით, მოსახლეობა კვირიკეწმინდას უწოდებს) ვრცელი ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს კოშკის საერთო ხედის ფოტო და სართულების გეგმა, კვართის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის გეგმა.
5.რეხვიაშვილი მ. შალვა, სამცხის ათაბაგი და სპასალარი და ათაბაგი //ძეგლის მეგობარი.1986.-კრ.73.-გვ.40-43.
სოფ. ხოვლეს წმ. თევდორეს სახ. ეკლესიის წარწერების ანალიზი
6.კლდიაშვილი დ. ხოვლეს (ზესხევის) წარწერები //მრავალთავი.XIII.-1986.-გვ.64-70.რეზ. რუს. ენაზე.
სოფ. ხოვლეს წმ.თევდორეს ეკლესიის წარწერების ვრცელი ანალიზი და ამის საფუძველზე ძეგლის აგების თარიღის განსაზღვრა. მკვლევართა მოსაზრებანი ამასთან დაკავშირებით.
7.ხოვლეს წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. ღვთისმშობლის ეკლესია. მაცხოვრის ეკლესია. კვართის ეკლესიის სამრეკლოს წარწერები. ავკეთის წმ. გიორგის ეკლესია. ე.წ.”წითელი საყდარი”. ე.წ.უროს საყდარი. წმ. კვირიკეს და ივლიტეს ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.51-56.
8.ხოვლეს ეკლესიაბი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.95-96. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა