საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ხერთვისი (ასპინძის რ-ნი)

1.გაბაშვილი ც. ხერთვისი.-თბ.,1960.
ხერთვისის ციხისა და მისი გეოგრაფიული გარემოს აღწერილობა, ხუროთმოძღვრული აგებულება, ისტორია.
2.ბოჭორიძე გ. მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში.-თბ.,1992.-გვ.226-227.
ციხისა და ორი ერთნავიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
3.სიმაგრეები: ხერთვისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.57-59.
ციხის განსაკუთრებული მდებარეობა, ლეონტი მროველის ცნობა ციხის წარმოშობის შესახებ, ისტორია. მოხსენიებულნი არიან: მანუჩარ II ათაბაგი, გიორგი სააკაძე, ერეკლე მეორე. ტექსტს ერთვის ფოტომასალა (ტაბ.14).
4.ციხესიმაგრეები: ხერთვისი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.72-74.
ლეონტი მროველის ცნობა ციხის შესახებ, ისტორია, ხუროთმოძღვრული აღწერილობა - ზოგადი მიმოხილვა. ტექსტს ერთვის სამხრეთი ხედის ფოტო.
5.ციხეები და ციხე-დარბაზები: ხერთვისი //ზაქარაია პ. საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები.-თბ.,1960.-გვ.17-19.
მოკლე ცნობები ციხის მდებარეობის, სტრატეგიული მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ. ტექსტს ერთვის ხერთვისის ჩანახატი (სურ.4).
6.შუაფეოდალური ეპოქის ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (X-XV სს.): ხერთვისი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.151-154.
ხერთვისის ხუროთმოძღვრული ანსამბლის აღწერილობა. ლეონტი მროველისა და ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ციხის შესახებ; მშენებლობის ეტაპები, ციხის განსხვავებული ფუნქიები(1.XV ს.,2.XVI ს.). მოხსენიებულია ზაქარაია ქამქამისშვილი (XIV ს.). ტექტს ახლავს ფოტომასალა (სურ.68; ტაბ.44,45).
7.ციხეები და ციხე-დარბაზები: ხერთვისი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.74-80.
ციხის გეოგრაფიული სივრცე, აღწერილობა, მოკლე ისტორია. მოხსენიებული არიან: მემატიანე ლეონტი მროველი, გიორგი სააკაძე. ტექსტს ახლავს ციხის საერთო ხედის ფოტო.
8.სიმაგრეები:ხერთვისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.62-63.
ლეონტი მროველის ცნობა ხერთვისის შესახებ. ციხის მდებარეობა და ნანგრევების მოკლე აღწერილობა.
9.განვითარებული ფეოდალიზმი: ხერთვისის ციხე //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.104.
მოკლე ცნობა ციხის შესახებ.
10.განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა(X-XIV სს.): ციხეები: ხერთვისის ციხე //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.75.
მოკლე ცნობა ციხის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXXIII. სურ.1).
11.ახალციხე-ვარძია //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია.-თბ.,1977.-გვ.53-55.
ტაძრისა და ხუროთმოძღვრული ანსამბლის მდებარეობა, არქიტექტურული დახასიათება, მოკლე ისტორია, ლეონტი მროველის ცნობა მის შესახებ. მოხსენიებულნი არაინ: გიორგის სააკაძე, ლეონტი მროველი, ზაქარია ქამქამისშვილი, მეფე ერეკლე. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტოები.
12.მაკალთია ს. მესხეთ-ჯავახეთი.-თბ.,1938.-გვ.83.
ხერთვისის ციხე - მდებარეობა, მოკლე კონსტრუქციულ-არქიტექტურული დახასიათება.
13.ხერთვისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.470.
შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ისტორია. ტექსტს ახლავს აღმ.კოშკის ფოტო.
14.ხერთვისის წარწერა //ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო.-თბ.,1959.-გვ.11-115.
ხერთვისის ციხის შესავალი კარის თავზე მოთავსებული წარწერის პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: მ.ბროსე, ექვ.თაყაიშვილი.
15.აწყური, ხერთვისი, ოქროსციხე //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.168.
მდებარეობა, ისტორიული წყაროები ციხის შესახებ, მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო (ტაბ.192).
16.ბორჯომიდან ვარძიამდე //გაბაშვილი ც. ვარძია. გზამკვლევი.-თბ.,1945.-გვ.22-25.
ხერთვისის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, ძეგლის აგებასთან დაკავშირებული ხალხური გადმოცემა , ციხის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა. მოხსენიებული არიან: ექვ. თაყაიშვილი, დ. ბაქარაძე, ივ. როსტომასვილი, დიუბუა დე მონპერე. ტექსტს დართული აქვს ხერთვისის ფოტო და სქემა.
17.ხერთვისი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.52. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
მოკლე ცნობა ხერთვისის შესახებ ენებზე. ტექსტს დართულია აქვს ციხის ფოტო.
18.ხარაძე კ. ხერთვისი //ჟ. "საქართველოს ბუნება".-1992.-N11-12.-გვ.42-43.
19.ბოჭორიძე მ. საქართველოს ციხე-კომპლექსები სარესტავრაციო პრაქტიკაში //ძეგლის მეგობარი.-1994.-N1(91).-გვ.58-62.
ციხეზე ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი და სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები.
20.[გვარამაძე ივანე] ვინმე მესხი ახალციხის მაზრაში //გაზ. ”დროება”.-1878(6 დეკემბერი).-N250.-გვ.1-3; (8 ოქტომბერი).-N251.-გვ.1-3.
21.გვარამაძე ვ. (ვინმე მესხი) ბატონო რედაქტორო! //გაზ. ”დროება”.-1881(13 მაისი).-N98.-გვ.3; N146.-გვ.2-3.
22.ხერთვისის ციხე და წუნდა //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.-თბ.,2011.-გვ.95.
ციხის სახელწოდების შესახებ. ხერთვისის მოკლე ისტორია. ტექსტს ერთვის ხერთვისის ციხის საერთო ხედის ფოტო.
23.ხერთვისი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.16159-160. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
24.ხერთვისის ციხესიმაგრე //ხარაძე კ. სამცხის ბუნებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლები.-თბ.,2016.-გვ.99-100.
25.ხერთვისი //ტაო-კლარჯეთი. ისტორიისა და კულტურის ძეგლები [კატალოგი].-თბ.,2017.-გვ.318.
26.ხერთვისი //ნათენაძე ნ. მესხი მელექსე.-თბ.,2018.-გვ.295-296.
27.ხერთვისი //გედენიძე ი. საქართველო- რასაც არწივები ხედავენ.-თბ.,2018.-გვ.168-169.ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა