საქართველოს ისტორიულ
ძეგლთა
ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
<< თავიდანბარეთელთა (თურქეთი)
1.ინგოროყვა პ. გიორგი მერჩულე.თბ.,1954.-გვ.356.
კლარჯეთში მდებარე ბარეთელთას სავანისა და შემორჩენილი ხიდის მოკლე ისტორია.
2.ბარათელთა //საქართველო: ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.358.
ცნობები ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, კლარჯეთის პროვინციაში IX საუკუნის პირველი ნახევარში დაარსებული მონასტრის შესახებ.
3.წმ. გრიგოლ ხანძთელი და საქართველოს "სინაი", ანუ კლარჯეთის თორმეტი სავანე: ბარეთელთა //გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი. ტაო-კლარჯეთი.-თბ.,2004.-გვ.83.
მოკლე ცნობა წყაროთავის სამონასტრო კომპლექსთან ერთად IX საუკუნეში აგებული ძეგლის შესახებ. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" თანახმად, "მაშენებლი ბარეთელთისაი" არის "მამაი ზაქარია". დღემდე მოღწეულია წყაროთავისა და მიძნაძორის სავანეებთან დამაკავშირებელი ერთთვლიანი ხიდი. ტექსტს დართული აქვს ბარეთელთას ხიდის ფოტო.
4.ბარეთელთა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.2.-თბ.,1977.-გვ.207.
მოკლე ცნობა IX საუკუნის პირველ ნახევარში ზაქარია ბარეთელთელის მიერ დაარსებული ბარეთელთის მონასტრის შესახებ.
5.ბარეთელთა //ჩოხარაძე მ. ხანძთა და "ათორმეტ სავანეთა" მხარის ძველი სალოცავები.-თბ.,ბათუმი.-2015.-გვ.270-274.
6.ბარეთელთა //ტაო-კლარჯეთი. ისტორიისა და კულტურის ძეგლები [კატალოგი].-თბ.,2017.-გვ.20.