საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

პატარა ვანქი (თურქეთი)

1.პატარა ვანქი //ერუშეთი, კოლა-ოლთისი და შავშეთი: პატარა ვანქი //გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი. ტაო-კლარჯეთი.-თბ.,2004.-გვ.112-115.
ნანგრევების სახით შემორჩენილი, ექვ.თაყაიშვილის მიერ პატარა ვანქის სახელით მოხსენიებული დარბაზული ტიპის ეკლესიის მოკლე დახასიათება. ტექსტს დართული აქვს ნანგრევების ფოტოები. მოხსენიებულია ნ.ბაგრატიონი.
2.ბარნაველი თ. რამდენიმე წარწერა სამხრეთ საქართველოს ისტორიული პროვინციებიდან //მაცნე.-1970.-N1.-გვ.155-160.
ინგლისელი მეცნიერის დავით ვანდფილდის მიერ სამხრეთ საქართველოს პროვინციებში მოგზაურობის დროს მოპოვებული პატარა ვანქის წარწერების ფოტოასლები და მათი ანალიზი.
3.პატარა ვანქი //თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს.-პარიზი,1938.-გვ.40-41. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება.ტ.I.-თბ.,1991.-გვ.338-340.
პატარა ვანქის ორი ეკლესიისა და შემორჩენილი წარწერების აღწერილობა.
4.გივიაშვილი ი. ბარდუსის ხეობის არქიტექტურული მემკვიდრეობის წინასწარი მიმოხილვა //სამეცნიერო პარადიგმები.-თბ., 2009.-გვ.668-674.
ორთულის ვანქის (ვენქის)დარბაზული ტიპის, ნანგრევების სახით შემორჩენილი ეკლესიის ხუროთმოძღვრული (მდებარეობა, კარგად გთლილი ქვებით მოპირკეთებული სარკმელი, კონქური დაბოლოების ნიშები, ნახევარფარგლიანი ჭრილი ფანჯრის თავი -დაყოფილი ფერადებით, თეთრი და ყვითელი მარაოს მსგავსად, რაც ტაო-კლარჯეთის არქიტექტურის დამახასიათებლ ელემენტად ითვლება მეათე საუკუნეში, ქვის გადახურვა; აღნიშნულია მთავარი დარბაზის დასავლეთით მიშენებული პატარა დარბაზული ეკლესია) მხატვრული (მარტივი გეომეტრიული ორნამენტით დამუშავებული კარნიზი, ეკლესიის შემკულობა, სავარაუდოდ, დათარიღებულია მეათე საუკუნით)და პალეოგრაფიული(ასომთავრული და ხუცური წარწერები) დახასიათება. მოხსენიებულნი არიან: ექვ. თაყაიშვილი, ავსტრიელი მკვლევარი ბაუმგარტნერი, ნ. ბაგრატიონი, გ. ოთხმეზური. ტექსტს ერთვის პატარა ვანქის ეკლესიის გეგმა, საერთო ხედისა და საკურთხევლის აფსიდის ფოტოები.
5.პატარა ვანქი //თაყაიშვილი ექვ. თხზულებანი. ტ.I.-თბ.,2016.-გვ.67-69.
ტექსტს ახლავს ტაძრის გეგმა.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა