საქართველოს ისტორიულ
ძეგლთა
ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
<< თავიდანმამადაანები (თიანეთის რ-ნი)
1.მამადაანები //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.391-393.
მოკლე ცნობა სოფლის შესახებ. მოცემულია მის ტერიტორიაზე განლაგებული ხუროთმოძღვრული ძეგლების: ტყიან მთის კონცხზე აგებული, გვიანდელი შუა საკუნეების, ძლიერ დაზიანებული, დარბაზული ტიპის ეკლესიის, XIII-XIV საუკუნეებში აგებული, ასევე დარბაზული ტიპის, ძლიერ დაზიანებული ეკლესიის, სოფლის ჩრდ.-დას.-ით მდგარი, გვიანდელი შუა საუკუნეებით დათარიღებული მთავარანგელოზთა სახ. ეკლესიის, ნაშთის სახით შემორჩენილი, დარბაზული ტიპის, გვიანი შუა საუკუნეების, ტყეში ნაგები ღვთისმშობლის სახ. ეკლესიისა და ტყით შემოსილ მთის წვერზე აგებული, გვიანდელი შუა საუკუნეებით დათარიღებული, ნანგრევების სახით შემორჩენილი წმ. გიორგის სახ. ეკლესიის აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ძეგლების ფოტოები, გეგმები, სქემატური ჩანახატები.
2.ისტორიული ძეგლები ივრის ხეობის ზემო წელზე //პატტურაშვილი თ. ისტორიული კახეთი.-თბ.,2005.-გვ.20.
მოკლე ინფორმაცია სოფ. მამადაანების მახლობლად აგებული, მნიშვნელოვნად დაზიანებული ორი საკულტო ნაგებობის შესახებ (წმ. გიორგის სალოცავი და ეკლესია- ”თავთლუხის” სახელწოდებით).