საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ნადოკრა (თიანეთის რ-ნი)

1.ნადოკრა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.394-396.
მოკლე ცნობა სოფლის შესახებ. აღწერილია სოფლის ტერიტორიაზე განლაგებული ხუროთმოძღვრული ძეგლები: არჩილის მონასტერი (კომპლექსი, მასში შედის: მიჯრით მდგარი ორი დარბაზული ტიპის ეკლესია - თავდაპირველი ეკლესია და მეორე ეკლესია, ხუთსართულიანი კოშკი, გალავნის ნაშთები, VIII საუკუნის ეკლესია, გეგმით კვადრატული, ხუთსართულიანი კოშკი, საცხოვრებელი ნაგებობა), ეკლესიის (რიყის ქვით ნაგები, დარბაზული ტიპის, გვიანდელი შუა საუკუნეების, თაღოვანი შესასვლელით), ეკლესიის (დგას სსასფლაოზე, დარბაზული ტიპის, ძლიერ დაზიანებული), კოშკის (გეგმით კვადრატული, დგას სასაფლაოზე , სამასართულიანი), ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის (აგებულია სოფლის ცენტრში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, აღნიშნულია მოგვიანებით მიშენებული, გეგმით კვადრატული სამრეკლო) მოკლე აღწერილობა. მოცემულია ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის გეგმა და სქემატური ჩანახატები.
2.ნადოკვრის ეკლესია //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.53. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
მოკლე ცნობა XVI საუკუნით დათარიღებული მცირე ზომის ეკლესიის შესახებ.
3.ისტორიული ძეგლები ივრის ხეობის ზემო წელზე //პატურაშვილი თ. ისტორიული კახეთი.-თბ.,2013.-გვ.19.
მოკლე ინფორმაცია არჩილ მეფის მონასტრის შესახებ.
 
 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა