საქართველოს ისტორიულ
ძეგლთა
ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
<< თავიდანსიონი (თიანეთის რ-ნი)
1.სიონი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ,2004.-გვ.407-416.
დაბის ტერიტორიაზე ,არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ , სხვადასხვა დროს ჩატარებული გათხრების შედეგები (ხელმძღვ.-ები: ი.ციციშვილი, ლ.ხიმშიაშვილი, რ.რამიშვილი, ლ.ქადეიშვილი, დ. მუსხელიშვილი). აქ განლაგებული ძეგლების: ბაზილიკის (გეგმით სწორკუთხა, მონოლითური სვეტებით სამ ნავად დანაწევრებული, გარედან ხუთწახნაგოვანი, მოცემულია აგების სავარაუდო თარიღები), ეკლესიის (მდებარობს ნასოფლარ კუპრიანთკარის აღმ.-ით, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დარბზული ტიპის, მთლიანად ჩამონგრეულია კამარა), ეკლესიის (მდებარეობს დაბისა და სოფ.ღოლოვანს შორის, დარბაზული ტიპის, დათარიღებულია გვიანდელი შუა საუკუნეებით), ეკლესიის ( მდებარეობს ნასოფლარ უკუღმართის ტერიტორიაზე, ძლიერ დაზიანებული, გვიანდელი შუა საუკუნეების; აღნიშნულია მინაშენი), კოპალას ეკლესიის (ძლიერ დაზიანებული, გვიანდელი შუა საუკუნეების), ლოდების წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (აგებულია დაბის ჩრდ.-ით, განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს, დარაბაზული ტიპის, სწორკუთხა საკურთხევლით), ჟალეთის ბაზილიკის (აგებულია ტყით დაფარული პატარა მთის ფერდობზე, განეკუთვნება IX -X საუკუნეებს, სამნავიანი ბაზილიკაა, ძლიერ დაზიანებული, შემორჩენილია მხოლოდ აღმ. ნაწილი, აღნიშნულია ტაძრის ბურჯებს შორის აგებული სწორკუთხა შენობა, შემორჩენილია მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტი, VI-VII საუკუნეების სანათლავი, ქვის კანკელი), ჟალეთის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის კომპლექსის (მდებარეობს დაბის ჩრდ.-ით, შედგება: VIII-IX საუკუნეების ეკლესიის - შემორჩენილია ტრაპეზის ნაშთი, კანკელი, მხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტი; გეგმით კვადრატული, ოთხსართულიანი, ძლიერ დაზიანებული კოშკის, ოვალური ფორმის, განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული გალავნისა და ნამოსახლარებისაგან), ჟალეთის ეკლესიის (მდებარეობს ნასოფლარ ჭიოტაანთკარის ჩრდ.-ით, დარბაზული ტიპის, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, ძლიერ დაზიანებულია), უკუღმართის ეკლესიის (გვიანი შუა საუკუნეებს, მდეაბრეობს ნასოფლარ უკუღმართის აღმ.-ით, დარბაზული ტიპის, ძლიერ დაზიანებული), ჭიანჭველთგორის კვირიკეს ეკლესიის (განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს, მდებარეობს ტყეში, დარბაზული, ძლიერ დაზიანებული)ხუროთმოძღვრულ-მხატვრული და იკონოგრაფიული ანალიზი. მოცემულია მდიდარი საილუსტრაციო მასალა.
2.ისტორიული ძეგლები ივრის ხეობის ზემო წელზე //პატურაშვილი თ. ისტორიული კახეთი.-თბ.,2005.-გვ.18-19.
მეცნიერთა მოსაზრებები სიონისა და ჟალეთის ეკლესიების შესახებ. მოხსენიებულნი არიან: გ. ჩუბინაშვილი, ირ. ციციშვილი, ნ. ქადეიშვილი, რ. რამიშვილი.