საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ფარნაკი (თურქეთი)

1.ფარნაკი //გენგიური ნ. კუპელჰალე.-თბ.,2005.-გვ.25-27; 140-141.
VIII-IX საუკუნეების გუმბათოვანი, ამჟამად დანგრეული ეკლესიის -ფარნაკის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა. აღნიშნულია ფარნაკის ტაძრის გუმბათისა და განათების სისტემის თავისებურებათა შესახებ. მოხსენიებულია ექვ. თაყაიშვილი, ა.კალგინი, ნ. და დ. გუჩოვები, ჟ.-მ. ტიერი. ტექსტს დართული აქვს ძეგლის სქემატური ჩანახატები (რეკონსტრუქცია).
2.ფარნაკი (ქარტაზე პერნიაკი ) //თაყაიშვილი ე. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს.-პარიზი,1938.-გვ.52-53. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება.ტ.I.-თბ.,1991.-გვ.352-353.
ბანისა და ოლთისის წყლების შესართავთან მდებარე სოფ.ფარნაკის ციხისა და გუმბათიანი, შედარებით დაცული, წითელი ქვით შემკული ეკლესიის აღწერილობა.
3.ფარნაკი //ტაო-კლარჯეთი. ისტორიისა და კულტურის ძეგლები [კატალოგი].-თბ.,2017.-გვ.276.
4.ფარნაკი //თაყაიშვილი ექვ. თხზულებანი. ტ.I.-თბ.,2016.-გვ.84-85.
ტექსტს ახლავს ტაძრის გეგმა.
 
 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა