საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

წყაროსთავი (თურქეთი)

1.წყაროსთავი //ტაო-კლარჯეთის არქიტექტურა და კედლის მხატვრობა-გრაფიკული დოკუმენტაცია. გამოფენის კატალოგი.-თბ.,1996.
მოკლე ცნობები ტაო-კლარჯეთში, კარჩხალას ხეობაში აგებული ეკლესიის, სამლოცველოსა და სატრაპეზოს ნანგრევებზე.
2.ბერძენიშვილი დ. ჯავახეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. V.-თბ.,1975.-გვ.98.
მოკლე ცნობები სოფელ კარწახში მდებარე წყაროსთავის საეპისკოპოსო ტაძრისა და ციხე-გალავნის შესახებ.
3.ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.ტ.I.-თბ.,1936.-გვ.32-50.
ჯავახეთში მდებარე ძეგლის - წყაროსთავის შესახებ.
4.ბაგრატიონი გ. მოგზაურობა თურქეთში //ძეგლის მეგობარი.-1996.-N1/92.-გვ.40.
მოკლე ცნობები შავშეთში მდებარე წყაროსთავის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობების შესახებ.
5.ინგოროყვა პ. გიორგი მერჩულე.-თბ.,1954.-გვ.354-356.
წყაროსთავის სავანის მოკლე ისტორია.
6.ტაო-კლარჯეთი ("გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების " მიხედვით) //გაფრინდაშვილი ქ. ქართული სულიერების სათავეებთან.-თბ.,2005.-გვ.73.-150.
მოკლე ცნობები წყაროსთავის შესახებ.
7.ხოშტარია დ. შავშეთ-კლარჯეთის ეკლესიები //ლიტერატურა და ხელოვნება.-1998.-N2.-გვ.53-80.
წყაროსთავის გუმბათოვანი ეკლესიის ვრცელი აღწერილობა.
8.ტაო-კლარჯეთის ძეგლთა ფოტოთეკა //ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული.-1998.-გვ.113-114. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
წყაროსთავის ეკლესიის აღწერილობა.
9.ბაირამი ფაჰრიე ტაო-კლარჯეთის ქართული მონასტრები //ორიენტალისტი.-2003-2004.-გვ.19-29. ტექსტი ქართულ და თურქულ ენებზე.
წყაროსთავის ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
10.წყაროსთავი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.-ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.364.
მოკლე ცნობები ისტორიულ სამხრეთ საქართველოში მდებარე საეპისკოპო კათედრალის შესახებ.
11.წმ. გრიგოლ ხანძთელი და საქართველოს "სინაი", ანუ კლარჯეთის თორმეტი სავანე: წყაროსთავი //გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი. ტაო-კლარჯეთი.-თბ.,2004.-გვ.80-82.
IX საუკუნის პირველ მესამედში დავით დიდი მიძნაძორელის მოწაფის, ილარიონ წყაროსთაველის მიერ მდ.კარჩხალას ხეობაში დაარსებული ჯვარგუმბათოვანი სავანის ნანგრევების მოკლე დახასიათება (აიზომა 1995 წელს). მოხსენიებულნი არიან: ნ.მარი, დ.ხოშტარია. მოხმობილია ცნობა თამარ მეფის დროს გადაწერილი და ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი ყდით შემკული წყაროსთავის ოთხთავზე. ტექსტს დართული აქვს 1904 წელს გადაღებული ფოტო.
12.კლარჯეთის წყაროსთავი //გენგიური ნ. კუპელჰალე.-თბ.,2005.-გვ.28-31; 139-140.
IX საუკუნით დათარიღებული, ილარიონ წყაროსთაველის მიერ დაარსებული, თითქმის დანგრეული, თავისებური არქიტექტურული კომპოზიციის მქონე ტაძრის ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენიებულნი არიან: ნ. მარი.ბ. ბაუმგარტნერი. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
13.ხოშტარია დ. კლარჯეთის IX-XI საუკუნეთა სამონასტრო ხუროთმოძღვრება //სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენცია 11-13 ოქტომბერი, 1995: საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების საკითხები.-თბ.,1998.-გვ.436-451. რეზ. ინგლ. ენაზე.
მოკლე ცნობა წყაროსთავის მონასტრის ხუროთმოძღვრებასა და აგების თარიღის შესახებ. მოხსენიებულია ნ. მარი.
14.სილოგავა ვ. წყაროსთავის ეპარქია //ლიტერატურული მესხეთი.-2003.-N2.-გვ.2.
ტაძრის დაარსების ისტორია, წარწერები, ტერიტორიული საზღვრები.
15.წყაროსთავი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.157-158. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
16.ეკლესია კლარჯეთის წყაროსთავში//სტუდენტური ექსპედიცია თურქეთში. ნარკვევები. ლექსიკონი.–თბ.,2014.–გვ.89–90.
17.წყაროსთავი //ჩოხარაძე მ. ხანძთა და "ათორმეტ სავანეთა" მხარის ძველი სალოცავები.,ბათუმი.-2015.-გვ.264-266.
18.წყაროსთავი //კლარჯეთი.,ბათუმი.-გვ.159-163.
19.წყაროსთავი //ტაო-კლარჯეთი. ისტორიისა და კულტურის ძეგლები [კატალოგი].-თბ.,2017.-გვ.45.
20.წყაროსთავი //გრძელიშვილი ნ. რელიგიური ტურიზმი.-თბ.,2018.-გვ.190-192.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა