საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

სათლე (თურქეთი)

1.ბაგრატიონი გ. მოგზაურობა შავშეთში //ძეგლის მეგობარი.-1996.-N1,92.-გვ.40.
მოკლე ცნობები სათლელის ეკლესიის შესახებ.
2.ერუშეთი, კოლა-ოლთისი და შავშეთი: სათლე //გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი. ტაო-კლარჯეთი.-თბ.,2004.-გვ.115-116.
მოკლე ცნობა ისტორიულ შავშეთში მდებარე ხუროთმოძღვრული ძეგლების, სამნავიანი ბაზილიკისა და ციხის შესახებ.მოცემულია შავშეთის ციხის (სათლეს, სათლელის)ფოტო.
3.ყაზბეგი გ. სამი თვე თურქეთის საქართველოში //ბათუმი.-1995.-გვ.89.
შავშეთში, სოფელ სათლელის (სათლის)სიძველეთა შესახებ.
4.ხოშტარია დ. სათლეს ეკლესია //ძეგლის მეგობარი.-1998.-N2(101).-გვ.12-23.რეზ. ინგლისურ ენაზე.
1995 წელს ქართველ ხელოვნების ისტორიკოსთა მიერ შავშეთში, სოფელ სათლელში (სათლში) ჩატარებული ექსპედიციის მასალების ანალიზი.
5.ტაო-კლარჯეთის ძეგლების ფოტოთეკა //ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული.-1998.-გვ.113-114.
სათლელის ეკლესიის აღწერილობა.
6.ალექსიძე ნ., ხოშტარია დ. ახალი ცნობები ტაო-კლარჯეთის სიძველეთა შესახებ //ლიტერატურა და ხელოვნება.-1991.-N1.-გვ.117-161.
სათლელის ციხის შესახებ.
7.შავშეთის ეკლესიები //ხოშტარია დ. კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები.-თბ.,2009.-გვ.255-262.
სათლეს რთული აგებულების მოზრდილი ეკლესიის (თურქები უწოდებდნენ სათლელს)ისტორია, ვრცელი ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან: გ. ყაზბეგი, დ. ბაქრაძე, ნ. მარი, აბდი-ბეგ ხიმშიაშვილი. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (სურ.44-46; ტაბ.51).
8.ლათოლოკეთა ეკლესია //ჭიჭინაძე ზ. სამცხე-საათაბაგო.-ტფ.,1905.-გვ.85-88.
მოკლე ცნობები იოანე ნათლისმცემლის სახ. ეკლესიაზე.
9.სათლელის ეკლესია //ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2015 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები.-თბ., 2016.-გვ.36-39.
სათლელის იგივე სათლეს ეკლესიის რთული ხუთნავიანი ნაგებობის ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ფოტომასალა.

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა