საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ოლთისი (თურქეთი)

1.ოლთისის ციხე და ციხის ეკლესია. ციხის მეორე ეკლესია //თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს.-პარიზი,1938.-გვ.49-50. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება.ტ.I.-თბ.,1991.-გვ.350-351.
ოლთისის ციხისა და ორი ეკლესიის მდებარეობა, ციხის სამალავი გვირაბის, ეკლესიის, სომხების მიერ გადაკეთებული და მითვისებული მეორე ეკლესიის აღწერილობა. ძეგლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: დ.ბაქრაძე, კარლ კოხი, დ.ქუთათელაძე.
2.ოლთისი. ეკლესიის საკურთხევლის ქვა //ქართული წარწერების კორპუსი .I: აღმოსავლეთ და სამხრეთი საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.259-260. რეზ.რუს.ენაზე.
საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული ოლთისის ეკლესიის საკურთხევლის ქვაზე შემორჩენილი წარწერის (დავით მაგისტროსის) აღწერილობა და ანალიზი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.101).
3.განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა(X-XIV სს.): ოლთისი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.58.
მოკლე ცნობა X საუკუნეში აგებული ოლთისის ტაძრის შესახებ.
4.ერუშეთი, კოლა-ოლთისის და შავშეთი: ოლთისის //გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი. ტაო-კლარჯეთი.-თბ.,2004.-გვ.107.
ქ.ოლთისში, ამაღლებულ, კლდოვან გორაკზე აგებული შუა საუკუნეების ციხის მოკლე დახასიათება. აღნიშნულია ციხის ტერიტორიაზე ოდესღაც მდგარი ექვსაფსიდიანი ტაძრის შესახებ (თურქებმა დაანგრიეს 1907 წლის შემდეგ). მოხსენიებულია ექვ.თაყაიშვილი. ტექსტს დართული აქვს ციხის ფოტო.
5.ოლთისი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.1450-146. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
6.ოლთისის ციხე და ციხის ეკლესია //თაყაიშვილი ექვ. თხზულებანი. ტ.I.-თბ.,2016.-გვ.76-79.
ტექსტს ახლავს ციხის (ექვსაფსიდიანი) ეკლესიის გეგმა.
7.ოლთისი //კალანდია გ. ქართველები მსოფლიო ისტორიაში ტ. 3.-თბ.,2021.-გვ.40-41.
ციხე-ქალაქის ისტორია, არქიტექტურა, წარწერები, ბარელიეფები. ტექსტს ახლავს ფერადი ფოტომასალა.
8.ოლთისი //ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია. საქართველოს ისტორიის პალიტრა. თხუთმეტტომეული.-თბ.,2002.-ტ.9.-გვ.116-117.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა