საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ბრეთი (ქარელის რ-ნი)

1.ავალიშვილი ი. წერილი რედაქციის მიმართ //ივერია.-1902.-N245(15 ნოემბ.).-გვ.4.
შემოწირულობანი სოფ. ბრეთის ტაძრის განახლებისათვის.
2.გვასალია ჯ. ფრონის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული.VII.-თბ.,1989.-გვ.11.
მოკლე ცნობა სოფ. ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკაზე.
3.ბრეთი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.360-361.
სოფ. ბრეთის მატერიალური კულტურის ძეგლების : მამა პიროსის ეკლესიისა და წმ. გიორგის, კვირაცხოვლის, წმ. მარინეს სახ. ეკლესიების, ბრეძის კომპლექსის, ზღუდერის ეკლესიის, ნასოფლარზე აგებული დარბაზული ეკლესიის ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს კვირაცხოვლის სახ. ეკლესიის სამხ.ფასადი და გეგმა და სამხ. ხედის ფოტო.
4.მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ფრონის ხეობა.-თბ.,1963.-გვ.26.
VI-VII საუკუნეების ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
5.სანიკიძე თ. ბრეთის "მამა პიროსი" //ძეგლის მეგობარი.-1974.-N35.-გვ.48-57.
ეკლესიის აგების თარიღის განსაზღვრა, ხუროთმოძღვრული კვლევის შედეგები. ტექსტს ერტვის ძეგლის გეგმა, ფოტოები.
6.ურბნისისა და რუისის ეპარქია: ბრეთის წმ. პიროსის მონასტერი: დედათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.129.
VI საუკუნის ძეგლის ისტორია, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), მონაზონი მარიამი (ფეიქრიშვილი). ტექსტს ახლავს ეკლესიის ფოტო.
7.მურმანიშვილი დ. მისაბაძი ინიციატივა //გაზ. "ლიტერატურული საქართველო".-1981.-26 ივნ.-გვ.13.
8.ბრეთის წმ. გიორგის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.189.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა