საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

დავათის ეკლესია (დუშეთის რ-ნი)

1.დავათი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.242-245.
სოფ.დავათის (დაოთი, დავალთი) მოკლე ისტორია, მის ტერიტორიაზე აგებული ისტორიული ძეგლების: ეკლესიის (მდებარეობს სოფლის სამხრ.-დას.-ით, დარბაზული ტიპისა, აშენებულია ნატეხი ქვითა და შირიმის კვადრებით, ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილია, დაზიანებულია), ქოჩოკაანთკარის ეკლესიის (მდებარეობს სოფლის სამხრ.-აღმ.-ით, ტყით დაფარულ მთის წვერზე, კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, მცირე ეკლესია, კოშკი, ეკვტერი. ღვთისმშობლის სახ. ეკლესია განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს, ორნავიანი ნაგებობაა, შუა საუკუნეებში მიშენებულია მცირე ეკლესია, შემდგომ-სენაკი-კამაროვანი აკლდამა, აღნიშნულია წარწერათა სიუხვე, შემორჩენილია კონქის ნაწილი), კოშკის (ნაგებია რიყის ქვით, თითქმის მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული წარწერა), ეგვტერის (თითქმის მთლიანად დანგრეულია), ნანგრევების სახით შემორჩენილი ქვასვეტის ხუროთმოძღვრული და მხატვრულ-ეპიგრაფიკული ანალიზი. მოცემულია ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის სამხრეთის ხედის, ინტერიერის, საყრდენი თაღების საყრდენი ბურჯის ფოტოები.
2.წერეთელი კ. სტელები სოფ. დავათის ღვთისმშობლის ეკლესიიდან // ძეგლის მეგობარი.-1984.-გვ.43-48.
ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევა-ძიების შედეგების შესახებ.
3.კახნიაშვილი ნ. ...ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს //გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი".-1989.-1 აგვ.-გვ.6.
დავათის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიში აღმოჩენილი ადრექრისტიანული ხანის ქართული წარწერიანი სტელების შესახებ.
4.დავათი //საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადამიანები. საქართველო.-2015.,თბ.-გვ.292-283.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა