რა რე რი რკ რო
რით რიტ

რიტორული შეკითხვა

შეკითხვა, რომელიც პასუხს არ მოითხოვს, რადგან მისი კითხვითი ფორმა პასუხს თვითონვე გულისხმობს. ნიმუშები:

1. „მაგრამ, შენ, მეფევ, ვინ მოგცა ნება –
სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება?!” – (ნ. ბარათაშვილი)

2. „სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო,
რომლისა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო?” (ნ. ბარათაშვილი)

3. „ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს,
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?” (ს. ჩიქოვანი)

4. „რად გინდოდა სახელმწიფო ტახტი, თუ დასამიწებელს, საფლავს იშენებდი?... ვის დროშას ვემსახურო? ვინ შევიყვარო, ვისთვის მოვკვდე?” (ს. ლეონიძის სიტყვიდან)
იხ. აგრეთვე: ფიგურები
წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9