A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადრ

ადამიანის უფლებები

ინგლ. Human rights
პიროვნების განუხრელი უფლებები და თავისუფლებები, რომელთაც ინდივიდი დაბადებისთანავე იძენს. ა. უ. განსაზღვრავს მინიმუმს იმ პირობებისა, რომლებიც საჭიროა ადამიანის ღირსებისა და სიციცხლის შესანარჩუნებად; მოიცავს სამოქალაქო უფლებებსა და პოლიტიკურ თავსუფლებებს, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს, აგრეთვე, მთელი რიგი ერთობების (ბავშვები, ქალები, ნაციონალური უმცირესობები, ხალხები და ა. შ.) უფლებებს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ზღუდავს სახელმწიფოს ქმედებებს და უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლესა და თავისუფლებას. სოციალური და ეკონომიკური უფლებები ითვალისწინებს მთავრობის განსაზღვრულ ვალდებულებებს. ზოგიერთი ანალიტიკოსი მათ ირეალურს უწოდებს, რადგანაც ბევრ ქვეყანას სათანადო რესურსების უქონლობის გამო არ ძალუძს ამ უფლებათა განხორციელება. განსაკუთრებული ვალდებულებები დაკავშირებულია ისეთ უფლებებთან, როგორიცაა მშვიდობა, განვითარება და ჰუმანიტარული დახმარება. უფლებათა დიდი ნაწილი თითოეულ ინდივიდს ეხება, ხოლო ზოგიერთი, მაგ., ეროვნული თვითგამორკვევის უფლება - გარკვეულ ერთობას. უფლებები დაკანონებულია გაეროს მიერ „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში“ (1948) გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ორი საერთაშორისო კონვენციით, მრავალი ქვეყნის კონსტიტუციით, აგრეთვე ევროპული კონვენციით, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ა. უ-ის თაობაზე მიღებული დეკლარაციები ნორმატიული ხასიათისაა და მათ უფრო მორალური და სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ოპონენტები უარყოფენ იდეას ა. უ-ის უნივერსალობის შესახებ, ან ამტკიცებენ, რომ ეს უფლებები ითვალისწინებს მხოლოდ იდეოლოგიურ და კულტურულ ასპექტებს; მოცემული სახელმწიფოსთვის ან საზოგადოებისთვის ექსტრემალურ შემთხვევაში ისინი შეიძლება დარღვეულ იქნას; ა. უ-ის დაცვის მოთხოვნები ეწინააღმდეგება ერთიანი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ხელისუფლებას.
სრულად
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9