აბრაზიული ცვეთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრაზიული ცვეთა – მასალის მექანიკური ცვეთა, რომელიც ხდება მასზე თავისუფლად ან ფიქსირებულ მდგომარეობაში მყოფი სალი ნაწილაკების (აბრაზივების) ზემოქმედების შედეგად. ეს ნაწილაკები კაწრავს მოხახუნე ზედაპირებს ან ასრულებს საჭრისის მოვალეობას და იწვევს ინტენსიურ ცვეთას. ასეთ ცვეთას განიცდის სასოფლო-სამეურნეო მანქანების ძირითადი სამუშაო ორგანოები – გუთნის სახნისი, კულტივატორის თათი და სხვ. ეს იმით არის გამოწვეული, რომ აბრაზიული ნაწილაკები იმყოფება ზეთში, ნიადაგში, მცენარეთა ღერებსა და ფოთლებში. აბრაზიული ცვეთის დროს მიმდინარეობს მექანიკური და მექანიკურ-ქიმიური პროცესები. აღნიშნული სახის ცვეთა ფართოდ არის გავრცელებული ასევე შიგაწვისა და დიზელის ძრავებში. აბრაზიული ნაწილაკები ხვდება ზეთში, გადაადგილდებიან მასთან ერთად შეზეთვის სისტემაში და ჩაინერგებიან შედარებით რბილ ზედაპირში. ამის შემდეგ ისინი ასრულებენ საჭრისის როლს და პერიოდულად აცილებენ მოპირდაპირე ზედაპირის ფენებს ბურბუშელას სახით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები