აბრევიატურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბრევიატურა – (იტალ. abbreviatura < ლათ. abbrevio – ვამოკლებ),

1. სიტყვების პირობითი შემოკლება წერისას (მაგ., ე. ი.– ესე იგი, ე.წ.– ეგრეთ წოდებული, იხ. – იხილე.

2. სიტყვაწარმოების თავისებური ხერხი, როდესაც სიტყვა შედგენილია შესიტყვებაში შემავალ სიტყვათა პირველი ასოებისაგან (აკრონიმი): „ზაჰეს-ი“ – ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური, „გაერო“ – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ან სიტყვათა ნაწილებისაგან: „უნივერმაღი“ – უნივერსალური მაღაზია. ასეთი აბრევიატურის ბოლო ნაწილი შეიძლება იყოს სრული სიტყვაც: სპეცკურსი, ქიმწმენდა, სტუდქალაქი, სანეპიდსადგური. გარდა ამისა, ქართულში შემოსულია მზამზარეული უცხოური აბრევიატურები, მაგ., „იუნესკო“ – ინგლ. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში); „ნატო“ – ინგლ. NATO (North Atlantic Treaty Organization – ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია); „ფიფა“ – ფრანგ. FIFA (Fédération Internationale de Football Association – ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია). ასეთი აბრევიატურები ქართულში არსებით სახელებად არის ქცეული და იბრუნვის („იუნესკომ დიდი წვლილი შეიტანა…“, „ნატოს მონაწილეობით…“.).

აბრევიატურებისაგან უნდა განვასხვაოთ წერის დროს მიღებული შემოკლებები: მაგ. < მაგალითად, უპ.ყ. < უპირველეს ყოვლისა ან კონტექსტით განპირობებული შემოკლებები: ძვ. ქართ. ენა < ძველი ქართული ენა და მისთ.

მ. ჭაბაშვილი


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები