ადაპტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადაპტერი – (ფრანგ. Adapter < ლათ. adaptāre შეგუება, შეწყობა, მორგება; მოწესრიგება),

  1. შემაერთებელი მოწყობილობა, „გადამრთველი”;
  2. ელექტრომაგნიტური მოწყობილობა, რომელიც გამაძლიერებლის საშუალებით გადმოსცემს გრამაფონის ფირფიტაზე ჩაწერილ ხმას;
  3. ფოტოაპარატის დამატებითი კასეტა, რომელიც შესაძლებელს ხდის აპარატის კონსტრუქციით გაუთვალისწინებელი ფორმატის სხვადასხვა შუქმგრძნობიარე მასალის გამოყენებას;
  4. მოწყობილობა, რომლითაც ფოტოაპარატზე მაგრდება, არასტანდარტული ობიექტივი;
  5. მოწყობილობა ხელსაწყოს ნაწილის ელექტროქსელში ჩასართავად, რისი განხორციელებაც პირდაპირ შეუძლებელია;
  6. ადამიანი, რომელიც ამუშავებს ტექსტს, რათა ის გახადოს ვარგისი გადაღების, გადაცემის ან სცენისათვის.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები