ადსორბცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადსორბცია − (ლათ. ad- -კენ, -ზე, -ში, -მდე, -თან, მიმართ; ახლოს; შესახებ და sorbēre შეწოვა, შესრუტვა, ყლაპვა) – აირის ან სითხის შთანთქმა მყარი ნივთიერების ან სითხის ზედაპირის მიერ. ნივთიერებას, რომლითაც მიმდინარეობს ადსორბცია უწოდებენ ადსორბანტს, ხოლო ნივთიერება, რომელზეც ხდება ადსორბცია წარმოადგენს ადსორბენტს. ადსორბციას იყენებენ წყლის, აირის (მაგ., ჰაერის აირწინაღში) გასაწმენდად, ქსოვილების ღებვისას, ვაკუუმურ ტექნიკაში, ნარევების დასაყოფად, ბენზოლის გამოსაყოფად ორთქლ-აირის ნარევისაგან, თხევადი ნავთობპროდუქტების გასაწმენდად მათში გახსნილი მინარევებისგან და სხვ. ადსორბციის სახეებია: გააქტივებული ნახშირით, მიმოცვლითი, მონომოლეკულური, პოლიმოლეკულური, სილიკაგელით, ფიზიკური, ქიმიური, შექცევადი, ჰიდროლიზური და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები