აივ-ასოცირებული დემენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აივ-ასოცირებული დემენცია - (HIV-associated dementia) ქერქქვეშა - ტიპის დემენცია, ხასიათდება ფსიქომოტორული შეკავებით, ნებითი ინერტულობით, ყურადღების დაქვეითებით.

აივ-ასოცირებული დემენციის მქონე პირებს აქვთ ჩივილი გულმავიწყობაზე, ზლაზნიაობაზე, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებაზე, სირთულეებზე ამოცანის ამოხსნისა და კითხვის დროს. პაციენტები შეიძლება იყვნენ აპათიურნი, ჰქონდეთ დაქვეითებული სპონტანურობა და სახეზე იყოს სოციალური კონტაქტების შეზღუდვის ნიშნები.

ფსიქიკური სტატუსის შეფასებისას ყურადღებას იქცევს ფსიქომოტორული შეკავება, მეხსიერების დაქვეითება, უყურადღებობა და მსჯელობის უნარის დარღვევა. ობიექტური კვლევისას ვლინდება ტრემორი, წონასწორობისა და სწრაფად განმეორებადი მოძრაბების დარღვევა, ატაქსია, კუნთოვანი ჰიპერტონია, ზოგადი ჰიპერრეფლექსია, თვალის მიდევნებისა და საკადური მოძრაობების დარღვევები. ჩვეულებრივ, ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება ავლენს სხვადასხვა ფუნქციათა დარღვევებს, როგორიცაა: ყურადღება, ამოცანათა სწრაფად და თანმიმდევრულად ამოხსნის უნარი, მოძრაობათა სისწრაფე.

როგორც წესი, აივ-ასოცირებული დემენცია სწრაფად პროგრესირებს, იწვევს რა პიროვნების ღრმა დეგრადაციასა და სიკვდილს. ქსოვილური პათოლოგიის დონეზე, დაავადება ხასიათდება (მრავალბირთვიანი უჯრედების დამაზიანებელი) ენცეფალიტით და მაკროფაგების აივ-ინფიცირებულობის ნიშნებით, მონოციტებითა და მრავალბირთვიანი უჯრედებით, რაც ამ ორი ტიპის უჯრედების მსგავსებით აიხსნება. ამავე დროს, პაციენტთა ნაწილს (1/3 ან 1/2) აქვს ცენტრალური ასტეროგლიოზი და მიელინის გაფერმკრთალება. პაციენტთა დაახლოებით 1/3-ის ლიქვორში დგინდება ანტიგენი p24. კომპიუტერული ტომოგრაფიით და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევებით ჩანს თავის ტვინის ატროფია, ღარებისა და პარკუჭების გაფართოებით.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები