აივ-ასოცირებული მიელოპათია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აივ-ასოცირებული მიელოპათია - (HIV-associated myelopathy), აივ-ინფექციასთან დაკავშირებული ვაკუოლური მიელოპათია. ყველაზე ხშირი სიმპტომები და ნიშნები ქვემო კიდურებზე არის კუნთების სპასტიკურობა, ატაქსია, სისუსტე, რომლებიც საკმაოდ გამოხატულია და ხელს უშლის დამოუკიდებელ გადაადგილებას. პროცესმა შეიძლება დააზიანოს ხელები, მაგრამ ნაკლები ხარისხით. დაზიანების პათოლოგიური გამოვლინებები ლოკალიზდება სპინალურ დონეზე მაღლა (მაგ.: ყბის რეფლექსის გაძლიერება, ხორთუმიხ ან სხვა პათოლოგიური რეფლექსების აღმოცენება).

მიელოპათია ატარებს უფრო დიფუზურ, ვიდრე სეგმენტურ ხასიათს და ამიტომ შეუძლებელია მისი ლოკალიზება გარკვეულ სენსორულ ან მოტორულ დონეზე. დამახასიათებელია ტკივილის არარსებობა. ხშირად გამოხატულია კოგნიტიური დისფუნქცია, მაგრამ კლინიკურ სურათში დომინირებს სიარულის დარღვევა.




წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები