ალაბაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალაბაშა - აფხ. ლითონის წვეტიანი ორკაპა ჯოხი აფხაზი მოხუცებისათვის, ძალაუფლების სიმბოლო. წარსულში იყენებდნენ მთაში სიარულის დროს საყრდენად, აგრეთვე ზედა განტოტვილ ბოლოზე თოფის დასაყრდნობად, რომ სამიზნე ნადირისათვის ტყვია არ აეცდინათ. სიტყვა ალაბა=ჯოხი”, შა ელემენტის რაობა გასარკვევია. შდრ. მეგრ. ლაბაშა რკინისბუნიკიანი ან კაუჭიანი ხელჯოხი, კვერთხი, უპირატესად მთებში სასიარულოდ. ამავე დროს, ლაბაშა ენად გაკრეფას, ბევრ ლაპარაკს აღნიშნავს). უხუცესთა საბჭოს მიმდინარეობის დროს, მამაკაცი, რომელიც სიტყვას წარმოსთქვამდა და იგი ალაბაშას ჯერ არ მოიხმარდა, მას უხუცესის ჯოხს მიაწოდებდნენ, ამით მას სიტყვის წარმოთქმის უფლება ეძლეოდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები