ალადაშვილი ალექსანდრე (1876-1950)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ალადაშვილი

ალადაშვილი ალექსანდრე სტეფანეს ძე - (1876, სოფ. არბოშიკი - 1950, თბილისი) - თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946).

სარჩევი

ბიოგრაფია

1904 წელს დაამთავრა ტარტუს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ხარკოვში 1911 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი სადისერტაციო თემით „ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხისათვის.” 1919 წელს აირჩიეს სიმფეროპოლის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის გამგედ.

1919 თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ალ. ალადაშვილი უნივერსიტეტის პროფესორად მოიწვია. 1919-1921 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგე. იგი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტს.

1921-1924 წლებში იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. ათწლეულები ხელმძღვანელობდა თბილისის II საავადმყოფოს, რომელსაც შემდგომ მისი სახელი მიენიჭა. მისი სამეცნიერო შრომები უმთავრესად ეხება საქართველოს საკურორტო რესურსებისა და ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნალო მიზნით გამოყენების საკითხებს. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

  • ვ. გერსამია, ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი, თბ., 1955;
  • ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006.

იხილეთ აგრეთვე

ალექსანდრე ალადაშვილი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები