ალვეოკოკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალვეოკოკი - (Alveococcus; ლათ. alveolus შემცირებული, alveus უჯრედი + ბერძნ. kokkos ჩანასახი), ცესტოდას გვარი; მიეკუთვნება Taeniata-ს ქვერაზმს.

პარაზიტის ლარვული ფორმა წარმოადგენს არასწორი ფორმის, მცირე ზომის ბუშტუკების კონგლომერატს, რომლებიც შეიცავენ ჩანასახოვან სკოლექსებს და გარშემოკრული არიან საერთო შემაერთებელი ქსოვილით.

Alveococcus multilocularis (ლათ.Ymultus მრავალი + loculus ადგილი) – სახეობა, რომლის სინონიმია მრავალკამერიანი ექინოკოკი – Echinococcus multilocularis). ბიოჰელმინთი. დეფინინიტური მასპინძელი – ყარსაღი, მელა, იშვიათად – მგელი და კატა, შუალედური მასპინძელი – მღრღნელები, სასოფლო-სამეურნეო ცხოველები და ადამიანი. იწვევს მღრღნელებისა და ადამიანის ლარვულ ალვეოკოკოზს.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები