ალვეოლარული თანხმოვნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალვეოლარული თანხმოვნები – (ლათ. < alveolus – ღარი), ნუნისმიერი თანხმოვნები, რომლებიც ზედა საჭრელი კბილების ნუნებთან – ალვეოლებთან იწარმოება.

ქართულში გასარჩევია წინაალვეოლარული (წინანუნისმიერი):ძ ც წ ზ ს და უკანაალვეოლარული (უკანანუნისმიერი): ჯ ჩ ჭ ჟ შ აფრიკატები და სპირანტები. წინანუნისმიერები, ჩვეულებრივ, ნუნების წინა (კბილების მოსაზღვრე) ფერდთან იწარმოება, უკანანუნისმიერები – უკანა (მაგარი სასის მოსაზღვრე) ფერდთან. ამ ფერდებთან აფრიკატების წარმოსათქმელად საჭირო ენის ხშვა ოდნაე წინ ხდება იმ ადგილთან შედარებით, სადაც ყალიბდება მათი და შესაბამისი სპირანტების ნაპრალი. თუ აფრიკატების (ძ ც წ ჯ ჩ ჯ) წარმოების ადგილს მათი ხშვის მიხედეით განვსაზღვრავთ, მაშინ შეიძლებოდა გამოგვეყო ალვეოლარულ (ნუნისმიერ) ბგერათა ოთხი ურთიერთმომდევნო რიგი: 1.ძ ც წ, 2.ზ ს; 3.ჯ ჩ ჭ, 4. ჟ შ. მაგრამ მეტყველებაში ეს სურათი იშვიათად გვხვდება და ამიტომ შეიძლება ლაპარაკი აღნიშნულ ბგერათა წარმოთქმაზე ერთსა და იმავე პოზიციაში. რაც შეეხება სხვადასხვა ბგერასთან მეზობლობას, აქ სურათი იცელება. აღნიშნული რიგების ბგერათა წარმოების არეები ერთმანეთის ფარგლებში იჭრება, მაგ., უკანა რიგის ბგერა წინა რიგის ბგერაზე წინაც შეიძლება წარმოითქვას (შდრ. მაგ., ს-ს შესაძლო უკანანუნისმიერი წარმოთქმა სიტყვაში – სოლი, ასევე შ-ს შესაძლო წინანუნისმიერი წარმოთქმა სიტყვაში – შიში). ასეთ შემთხვევებში განსხვავება ემყარება ნაპრალის არა ადგილს, არამედ სიდიდეს, რაც ენის წვერის აწევ-დაწევით რეგულირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაბმულ მეტყველებაში მეზობელ ბგერათა გავლენის შედეგად ალვეოლარული (ნუნისმიერი) ბგერების წარმოების ადგილი შეიძლება გასცდეს საკუთრივ ნუნების არეს. ისინი შეიძლება წარმოითქვას ნუნებისა და კბილების, ან ნუნებისა და მაგარი სასის საზღვარზე, ამ საზღვრის ნაწილობრივი გადალახვითაც, ე. ი. ნუნისმიერ ბგერებს შეიძლება აღმოაჩნდეთ დენტოალვეოლარული (კბილ-ნუნისმიერი) და ალვეოპალატალური (ნუნამაგარსასისმიერი) პოზიციური ვარიანტებიც.

ალვეოლარულ ბგერად მიიჩნევა მთრთოლი სონორი რომელიც, რადგან მისი წარმოთქმისას ენის წვერის ვიბრაცია ნუნების არეში ხდება

ზ. ჯაფარიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები