ალმადანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალმადანი (მურდასანგი, კოლჩედანი) – (არაბ. al-ma'din მაღარო), ისეთი მინერალების საერთო დასახელება, როგორებიცაა რკინის, კობალტის, ნიკელის, პლატინის, კალისა და სპილენძის ჯგუფის მეტალების გოგირდოვანი, დარიშხანოვანი, იშვიათად სელენოვანი და სტიბიუმოვანი ნაერთები. ყველა მათგანს ახასიათებს ძლიერი ლითონური ბზინვა და შეფერილი არიან ნათელ ფერებში (მაგ., თეთრი, ღია რუხი, ყვითელი, წითელი). სიმაგრე მოოსის სკალის მიხედვით 3-ზე მეტია, ზოგიერთისა კი 7-მდეა. ბუნებაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული გოგირდის ანუ რკინის ალმადანი (პირიტი, „სულელის ოქრო“), საიდანაც მიიღება გოგირდი და გოგირდმჟავა. ცნობილია აგრეთვე დარიშხანის, კალის (სტანინი, სტანიტი), კობალტის, მაგნიტური (პიროტინი, პიროტიტი, მაგნიტოპირიტი), ნატეხი, ნახშიროვანი, ნიკელის, რკინა-ნიკელის, სპილენძის (ქალკოპირიტი), სხივური (მარკაზიტი), ტყვიის, ფლოტაციური, ფხვიერი და სხვ. ალმადანები, რომელთა გადამუშავებით ღებულობენ სხვადასხვა მეტალებს. კ. ბუდობის ძარღვის სიგრძე 5 კმ-მდეა, ფენის სიმძლავრე 250 მ-მდე, ხოლო განლაგების სიღრმე დედამიწის ზედაპირიდან 2 კმ-მდეა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები