ალპური თეთრყვავილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალპური თეთრყვავილა

ალპური თეთრყვავილა – (Galanthus alpina Sosn = Galanthus nivalis var. caucasicus [Baker] Beck); ოჯახი: ამარილისისებრთა. მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა. ფოთლები მთელ სიგრძეზე თანაბარია – 8-10 მმ სიგანის, ქვემოდან ქედიანი. საყვავილე ღერო ფოთლებზე ბევრად გრძელია. ყვავილები დიდი ზომისაა ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ნიჩბისებურ-კოვზისებურია. შიგნითა ფურცლები სოლისებურია, ოდნავ ამოკვეთილი, მწვანე გულის ფორმის ლაქით. ყვ. ნაყ. II-III. ეს მცენარე დამახასიათებელია მთის შუა და ზედა, აგრეთვე სუბალპური სარტყლებისათვის. იზრდება ბუჩქნარებში და მდელოებზე. მისი ნახვა შესაძლებელია გომბორის უღელტეხილზე. საკმაოდ იშვიათ მცენარედ ითვლება.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები