ამძრავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამძრავი – ძალური მოწყობილობა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს მანქანა. ის შედგება ძრავასგან, ძალური გადაცემისა და მართვის სისტემისაგან. ყველა სამშენებლო მანქანა, მათ შორის ხელის, ძალური მოწყობილობის მიხედვით, არის საკუთარ ძალურ მოწყობილობაზე და მიყვანილი ენერგიის გამოყენებით მომუშავე. პირველს მიეკუთვნება შიგაწვის ძრავიანი ამძრავი, ხოლო მეორეს – ელექტრული, პნევმატიკური და ჰიდრავლიკური. ამძრავი შიგაწვის ძრავით (დიზელის) გამოიყენება ნებისმიერი სიმძლავრეებისათვის; თუ მანქანას აქვს რამდენიმე მექანიზმი, მაშინ სამუშაო ძრავების რაოდენობის მიხედვით განასხვავებენ ერთძრავიან და მრავალძრავიან ამძრავებს. არსებობს აგრეთვე ამძრავები: ავტონომიური, აკუმულატორული, ამყოლი, ბაგირის, ბერკეტიანი, დისტანციური, დიფერენციალური, ელექტრული, ექსცენტრიკული, ვერნიერული, ზამბარიანი, ინდივიდუალური, ინერციული, კასკადური, კონტაქტებიანი, მათანაბრებელი, მექანიკური, მიმყოლი, მუშტებიანი, ორთქლის, პნევმატიკური, საფეხუროვანი, სელსინური, სოლენოიდური, ტურბოელექტრული, ფეხის, ფრიქციული, ღვედური, ცენტრიდანული, ჭიახრახნული, ხელის, ჯაჭვური, ჰიდრავლიკური და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები