ანდრონიკაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ანდრონიკაშვილი

ანდრონიკაშვილი გიორგი – (1841 – 1910), პოეტი და მთარგმნელი, დაიბადა სოფელ ოჟიოში (ახმეტა). 1853 წელს შეიყვანეს გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა ჟურნალებში: „ცისკარი”, „განდეგილი” (1860), „კნეინა ბარბარე ჯორჯაძისას” (1861), „სიზმარი” (1866), „ფშეხის ხეობა” (1866). დაწერილი აქვს პატრიოტული ხასიათის ლექსები: „ჩემს მამულს”, „მერცხალს”. განსაკუთრებით საინტერესოა მისი მთარგმნელობითი მუშაობა. თარგმნილი აქვს კარამზინის, ვერდერევსკის, ვეისენველზის, პუშკინის და სხვათა ნაწარმოებები.




წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები