ანდრონიკაშვილი თომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდრონიკაშვილი თამაზ/თომა - ქიზიყის მოურავი XVIII ს-ის შუა წწ-ში; ერეკლე II-ის მამიდაშვილი. 1746 წ. მან სასტიკად დაამარცხა ქიზიყში შეჭრილ დაღესტნელთა 15 ათასიანი ლაშქარი. ამ გამარჯვების გამო ნადირ-შაჰმა ირანში მიიწვია და დააჯილდოვა. 1747 წ. საქართველოში დაბრუნდა და 1747-1749 წწ-ში თავი გამოიჩინა აბდულაბეგის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1752 წ. დაევალა შინაპატიმრობაში ჰყოლოდა ერეკლე II-ის პოლიტიკური მოწინააღმდეგე პაატა ბატონიშვილი. მალე მას ბატონიშვილის ხელის შეწყობა დასდეს ბრალად და ერეკლე II-ის ბრძანებით 1754 წ-ის აპრილში დააპატიმრეს, ქიზიყის მოურავად მის ნაცვლად იასე ამილახორი დანიშნეს. მოკლე ხანში მას ძველი პატივი დაუბრუნეს, მაგრამ 1759 წ. ერეკლე II-მ კვლავ შერისხა იგი და ქიზიყის მოურავობა პაპუნა ანდრონიკაშვილს გადასცა


წყარო

(პაპუნა ორბელიანი 1986: 109, 110, 113).


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები