ანიზოტროპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანიზოტროპია – (ბერძნ. anisos - არატოლი, tropos - მიმართულება) – ნივთიერების ფიზიკურ თვისებათა არაერთგვაროვნება სხვადასხვა მიმართულებით. ანიზოტროპია უმთავრესად ახასიათებს კრისტალებს, რაც განპირობებულია მათი აგებულების თავისებურებით. ანიზოტროპიას კავშირი აქვს კრისტალთა სიმეტრიასთანაც; რაც უფრო დაბალია სიმეტრია, მით ძლიერია ანიზოტროპია. კრისტალის ანიზოტროპია მათს ზრდაშიაც ვლინდება; კრისტალის ზრდის სიჩქარე სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვაა. სწორედ ამიტომ იზრდებიან კრისტალები სწორი მრავალკუთხედების სახით (კვარცის ექვსკუთხა პრიზმები, ქვამარილის კუბები, ალმასის რვაკუთხა კრისტალები, თოვლის ფიფქების სხვადასხვაგვარი, მაგრამ ყოველთვის ექვსკუთხა ვარსკვლავები და სხვ.). ზრდის ანიზოტროპია კრისტალთა აგებულების თავისებურებათა ერთ-ერთი გამოვლინებაა. შესაძლოა ანიზოტროპული მასალა შეიქმნას ხელოვნურადაც (ფანერა, დაწნეხილი მერქანი, საგანგებოდ დამუშავებული მინა და სხვა).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები