ანკილოსტომოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანკილოსტომოზი - (ancylostomosis; გვარის დასახელება ancylostoma + ბერძნ. osis დაავადება) – ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდაAncylostoma caninum პარაზიტობს ძაღლის, მელიის, მგლის, ყარსაღის, კატის წვრილ ნაწლავებში. დაავადება გავრცელებულია თბილი, ტენიანი კლიმატის რეგიონებში. მიმდინარეობს ქრონიკული ფორმით. სიმპტომები: პირღებინება, მადის დაქვეითება ან გაუკუღმართება, სისხლნარევი ფაღარათი, ყაბზობა, ხილული ლორწოვანი გარსების ანემია, პროგრესირებადი სიგამხდრე. ცხოველი უმეტესად წევს, რა დროსაც იგი შეიძლება დაიღუპოს.




წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები