ანტონოვი ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ანტონოვი

ანტონოვი ზურაბ – (1820 – 1854), დრამატურგი, კომედიოგრაფი; დაბადებულა და გაზრდილა ქალაქ გორში. 1827-29 წწ სწავლობდა გორის სახაზინო სასწავლებელში. 1839-43 წლებში გორის სამაზრო სამმართველოში მსახურობდა, მდივნად. 1851 წელს თბილისში ჩამოვიდა და გიორგი ერისთავის თეატრის დასში ჩაირიცხა მსახიობად, 1854 წლიდან ერთხანს ხელმძღვანელობდა კიდეც ამ დასს. ჩვენამდე ანტონოვის შვიდმა პიესამ მოაღწია: „მე მინდა კნეინა გავხდე“ (1851), „განა ბიძიამ ცოლი შეირთო“ (1852), „მზის დაბნელება საქართველოში“ (დაიდგა 1853 წელს, დაიბეჭდა 1876 წელს), „ქმარი ხუთი ცოლისა“ (დაიდგა 1851 წელს, დაიბეჭდა 1852 წელს), „ქორწილი ხევსურთა“ (1852), „ქოროღლი“ (1853), „ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა“ (1854). იგი პოეტი არ ყოფილა, მაგრამ მისი ლექსი „გულნარა”, რომელიც პიესა „ქოროღლიშია” ჩართული, იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისი ავტორის ჭეშმარიტ პოეტურ სულზე მეტყველებს.

(პიესიდან „ქოროღლი”)
შენ არზრუმის ცისკარი ხარ, გულნარა,
მანათობლად აღმომხდარი, სიცოცხლევ,
შენ ვარდი ხარ ედემს რგული, გულნარა,
ბულბულისა მწარედ მდაგი, სიცოცხლევ.
ნება მომეც, გული ჩემი, გულნარა,
შენ მოგართვა ფიანდაზად, სიცოცხლევ,
შენ დაბრძანდე მასზედ მეფედ, გულნარა,
მე დაგტრფოდე ბულბულივით, სიცოცხლევ.
პირველ გაქებს გიშრის ლალებს, გულნარა,
ზედ გადართხმულს მშვილდებრ წარბებს,
სიცოცხლევ,
ალახს ვვედრი, შენი თავი, გულნარა,
არ წამართვას სიკვდილამდე, სიცოცხლევ


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები