ანფიმიადი დიანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიანა ანფიმიადი

ანფიმიადი დიანა – (1982), პოეტი და ენათმეცნიერი. დაიბადა თბილისში. იგი არის 5 წიგნის ავტორი. დაბეჭდილი აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი, ასევე ელექტრონული ბიბლიოთეკის, „ლიბ.გე”-ს ერთერთი რედაქტორი.


* * *
არავის ველი...
საბნად ვიფარებ თბილ ქუთუთოებს –
არარსებული მხეცის ტყავებს,
და ჩემი ყურის ნიჟარები
დუმილის ზღვასთან ფრთხილად დავაწყვე,
არავის ველი.
მე ხომ ნივთებიც არ მეკუთვნიან,
მხოლოდ გამლღვალ კონტურებს ვხედავ,
არავის ველი. არავის ველი...
საბნად ვიფარებ თბილ ქუთუთოებს –
არარსებული მხეცის ტყავებს,
და ჩემი ყურის ნიჟარები
დუმილის ზღვასთან ფრთხილად დავაწყვე,
არავის ველი.
მე ხომ ნივთებიც არ მეკუთვნიან,
მხოლოდ გამლღვალ კონტურებს ვხედავ,
არავის ველი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები