ანიშხჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანჷშხჩა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანიშხჩა (ანჷშხჩა) - აფხ. „ნავის მცველი“, მენავე. როგორც ცნობილია, აფხაზები ჩრდილოეთ კავკასიის მთის მაცხოვრებლები იყვნენ, სანამ საქართველოს ტერიტორიაზე ზღვასთან ახლოს დასახლდებოდნენ. ამიტომ წყლის ტრანსპორტს და არც მათ სახელწოდებებს არ იცნობდნენ. ჩამოსახლების შემდეგ, ბუნებრივია, მათ ქართული ტერმინი გაითავისეს და ცოტა ხნის შემდეგ თურქული ტერმინი „ფელუკა“ ისესხეს. თუმცა მთავარი ის არის, რომ ისწავლეს თუ არა ნავის მოხმარება, ისინი სწორედ ამ ნავებით ზღვიდან ესხმოდნენ თავს სამეგრელო-გურიას სათარეშოდ და ადამიანების გასატაცებლად. გატაცებულ ადამიანებს, ბავშვებს ისინი თურქებზე ყიდნენ. XVII-XIX საუკუნეების მანძილზე მათ საქართველოს მიწა-წყალზე, კერძოდ აფხაზეთშიც, ქართველების შემცირებას შეუწყვეს ხელი.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები