აპარტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპარტი – (ფრანგ. à part, ლათინურიდან a parte – განზე საუბარი), თეატრალური ტერმინი, მონოლოგი ან რეპლიკა მაყურებლის მისამართით (იგულისხმებოდა, რომ სცენაზე მყოფთ ეს არ ესმოდათ). აპარატის მეთოდი ფართოდ გამოიყენებოდა ანტიკურ დრამაში მიქმედი პირების აზრების, განცდებისა და ზრახვების ასახსნელად. აქედან გაიკვალა მან გზა კლასიცისტურ დრამაში; აპარტის მეშვეობით ავტორი ჭკუას არიგებდა მაყურებელს, აგრეთვე განმარტავდა სცენაზე მომხდარ მოვლენებს. შემდგომში აპარტს, უმეტესად, იყენებდნენ კომიკური სიტუაციის შესაქმნელად, როცა ერთ-ერთ პერსონაჟს ესმოდა (მთლიანად ან ნაწილობრივ) ის, რასაც მეორე მოქმედი პირი „განზე“ ლაპარაკობდა. აპარტის რეპლიკები ფართოდ გამოიყენებოდა XIX საუკუნეში. აპარტის ხერხს თანამედროვე თეატრშიც მიმართავენ ხოლმე.





წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები