აპლიკაცია (თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპლიკაცია (ლათ. applicatio – დადება, დაფენა) – დეკორაციის, რბილი ბუტაფორიის, ავეჯის გადაკვრის, კოსტიუმების დამზადების ხერხი. აპლიკაცია დეკორაციებზე იდება ფუძის გათვალისწინებით (თუკი არ არის გამჭვირვალე – ტილო. თუკი სინათლე ატანს – ნარმა. თუკი გამჭვირვალეა – ნაქსოვი ბადე). გადასაფენი დეტალები ერთმანეთისგან განსხვავდება ფაქტურით და ფერით. ბრტყელ საფარზე აპლიკაციისთვის იყენებენ რბილ, მსუბუქ მასალებს (ნარმა, დოლბანდი, ტიული და სხვ.); მოცულობით საგნებზე კი – უფრო უხეშ მასალას (ტილო, ბაიკა, პლუში და სხვ.). მხატვარ-შემსრულებელი ფუძეზე ადებს აპლიკაციის ნახატს. შემდეგ შეღებილ ნაწილებს ჩაკერავენ ან ჩააწებებენ პლასტიკური წებოთი (აპლიკაციას წინასწარ გაჟღენთენ ცეცხლგამძლე ნივთიერებით და სახამებლით). გვერდითი ან უკანა განათების წყალობით, აპლიკაციან დეკორაციას შეუძლია წარმოშვას მრავალფეროვანი, გამომსახველი ეფექტები.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები