არითმეტიკული პროგრესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არითმეტიკული პროგრესია – (ლათ. progressio – „წინსვლა“, „წარმატება“, „თანდათანობითი გაძლიერება“) – a1, a2,…,an, რიცხვთა მიმდევრობა, რომლის ყოველი წევრი, დაწყებული მეორედან, მიიღება წინა წევრისაგან ერთი და იგივე d რიცხვის დამატებით. ამ d რიცხვს არითმეტიკული პროგრესიის სხვაობა ეწოდება. თუ d>0 – პროგრესია ზრდადია, თუ d<0, მაშინ პროგრესია კლებადია.

არითმეტიკული პროგრესიის წევრთა რიცხვი შეიძლება იყოს სასრულიც და უსასრულოც. არითმეტიკული პროგრესიის ზოგადი წევრის ფორმულაა an=a1+d(n-­1), ხოლო პირველი n წევრის ჯამისა– Sn=(a1+an) · n/2.

არითმეტიკული პროგრესიის აღმნიშვნელი ÷ სიმბოლო დამკვიდრდა ძირითადად ფრანგი მათემატიკოსების მიერ (ლანი (1692), დე ბელიდორუ (1725), ბეზუ (1794) და სხვ.).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები