არჩილ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არჩილ I - (V საუკუნის I ნახევარი) ქართლის მეფე, ფარნავაზიანთა სახლის რევიანთა შტოს წარომადგენელი.

ქართლის ცხოვრების“ ზოგიერთ ნუსხაში მოიხსენიება, როგორც თრდატის ძე და მირდატის ძმისწული. ზოგიერთში - როგორც მირდატის ძე. იყო დიდი ბაკურის ძმა და პეტრე იბერის ბიძა. მეფობდა ბიზანტიის გავლენის ქვეშ მოქცეულ რევიანთა კუთვნილ ქართლში. ქართლის ამ ნაწილში არსებული მეფეთმონაცვლეობის წესიდან გამომდინარე არჩილ I „იბერიას მართავდა“ „ღრმად მოხუცებულობაში“. ჯუანშერის ცნობით ენერგიულად იბრძდა ირანის მორჩილებისგან თავისი ქვეყნის გამოხსნისათვის. აუშენებია სტეფანწმინდის ეკლესია მცხეთაში. პერტრე იბერის „ასურულ ცხოვრებაში“ „ცხონებულად“ იწოდება და ნათქვამია, რომ მან „ცხოვრება დაასრულა უმანკოებასა და ღვთისნიერებაში“. არჩილ I მეფედ იხსენიენა სომეხ ავტორებთანაც (კორიუნი, მოვსეს ხორენაცი). არჩილ I-მა პეტრე იბერის კონსტანტინეპოლიდან იერუსალიმში გაქცევის ამბავი რომ გაიგო, წერილი მისწერა, რომლის შინაარსი უცნობია.

439 წელს არჩილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, ირანის მმართველმა დინასტიამ, სასანიანებმა, რევიანთა კუთვნილ ქართლის ტახტზე რევიანთა შტოს წარმომადგენლის გამეფება აღარ დაუშვეს, რის შემდეგაც რევიანთა ქართლში ვახტანგ გორგასალი გამეფდა.

ვ. გოილაძე

ლიტერატურა

გოილაძევ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბ., 1990.

იხილე აგრეთვე

არჩილ I

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები