აფრინდა აფრინდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფრინდა, აფრინდა — გასართობი თამაში. ბავშვებიც და დიდებიც თამაშობდნენ.

ბავშვები შეგროვდებოდნენ, სალოკ თითებს იატაკზე ანდა მაგიდაზე დააწყობდნენ. ერთი მათგანი თითს ამოძრავებდა და ამბობდა: „აფრინდა-აფრინდა, ძროხა აფრინდა!” და თითს ზევით სწევდა. ამ დროს მოთამაშეებს თითები ადგილიდან არ უნდა დაეძრათ, რადგან ძროხა არ ფრინავდა. ვინც თითს ასწევდა, იგი წაგებული იყო. თუ ფრინველს დაასახელებდა, მაშინ თითი ყველას უნდა აეწია, ვინც არ ასწევდა იგი წაგებული იყო, რადგან ჩიტი ფრინავდა. თამაშის დროს ნებისმიერი საგანი შეიძლება დასახელებულიყო. ამ თამაშით ბავშვებს სწრაფი აზროვნება უვითარდებოდათ.


ლიტერატურა

ნოღაიდელი, 2015.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები