აშაფსა-ხοაფხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშაფსა-ხοაფხა - აფხ. „სისხლის ფასის საშუალებით აღზრდილი“. სისხლ-მესისხლეობის დროს უხუცესთა საბჭოს ჩარევის მიუხედავად, თუ მოსისხლე მხარეთა შერიგება უშედეგოდ მთავრდებოდა, მკვლელს დაზარალებულის ოჯახში მოულოდნელად შეჭრა შეეძლო. იგი ეცდებოდა, მოკლულის დედის, დის ან ცოლის ძუძუზე ტუჩების ძალადობით მიდებას, რის შედეგადაც ან მკვლელის დედის, დის ან ცოლის მოკლულის ოჯახში მოულოდნელად შესვლისა და პირველივე ბავშვის მკერდზე მიკვრით ან მისთვის ძუძუს პირში ჩადებით სისხლ-მესისხლეობის შეწყვეტის მიზეზი შეექმნათ. ამით ორ მტრულად განწყობილ ოჯახებს შორის სისხლის აღების ტრადიციული წესი ძალას კარგავდა, რადგან ხელოვნური დანათესავების ჩვეულება მყარდებოდა და გარკვეული უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები ეკისრებოდათ. ე.ი. აშაფსა-ხοაფხა ან თვით მკვლელი ან მოკლულის ოჯახის მცირეწლოვანი წევრი ხდებოდა.თუმცა, ამით უკმაყოფილება არ ამოიწურებოდა. მკვლელს მედიატორების მიერ დადგენილი სისხლის ფასიც უნდა გადაეხადა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები