აშლილობა, გამოწვეული ოპიოიდების მიღებით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშლილობა გამოწვეული ოპიოიდების მიღებით - (F11), (opoid use disorder), ოპიოიდების მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა.

ოპიოიდები ნარკოტიკული ანალგეტიკებია, რომლებიც ტკივილგამაყუჩებლებად გამოიყენება.

ტერმინ „ოპიოიდით“ აღინიშნება:

  1. ოპიუმის ალკალოიდები და მისი ნახევრადსინთეზური წარმოებულები – მორფინი, დიაცეტილმორფინი (ჰეროინი), ჰიდრომორფინი, კოდეინი, ოქსიკოდეინი;
  2. სინთეზური ნარკოტიკები, როგორიცაა ლევორფინოლი, პროპოკსიფენი, მეტადონი, პეტიდინი (მეპერიდინი) და პანტაზოცინი.

ყველაზე ხშირად გამოყენებული ოპიოიდები (მორფინი, ჰეროინი, ჰიდრომორფინი, მეტადონი, პეტიდინი) იწვევს ანალგეზიას, გუნებ-განწყობის შეცვლას (მაგ., ეიფორიას, რომელიც აპათიით ან დისფორიით შეიძლება შეიცვალოს), სუნთქვის დათრგუნვას, ძილიანობას, ფსიქომოტორულ მოდუნებას; მეტყველების დარღვევას, ყურადღების, კონცენტრაციისა და მეხსიერების დარღვევას, მსჯელობათა ფორმირების პროცესის დარღვევას.

დროთა განმავლობაში მორფინის ხმარებისას აღინიშნება ტოლერანტობის მომატება და ნეიროადაპტაციური ცვლილებები, რომლებიც განსაზღვრავენ ჰიპერაგზნებით უკუცემის ფენომენს ამ ფსიქოაქტიური საშუალების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში.

შეწყვეტის სიმპტომები მოიცავს: ნივთიერებისადმი ავადმყოფურ ლტოლვას, შფოთვას, დისფორიას, მთქნარებას, ოფლიანობას, პილოერექციას („ბატის კანის“ პერიოდული გამოვლინება), ცრემლდენას, რინორეას, უძილობას, გულისრევას ან ღებინებას, კუნთების ტკივილსა და ციებ-ცხელებას.



იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები