აშხაშვარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშხაშვარა (აშხაშοარა) - აფხ. ფუტკრის ძებნა, ნადირობა ველურ ფუტკარზე. კარგ მზიან, მაგრამ ფუტკრისათვის ცივ ამინდში, მონადირეები დაძებნილ ფუტკრის ფუღუროს ამოღებამდე საკუთრების ნიშანს ადებდნენ, რომ თაფლი სხვას არ ამოეღო. შემოდგომაზე იარაღებით ფუღუროს მთლიანად ამოჭრიდნენ თავისი დედაფუტკრიანი ფიჭებით და სახლში მოწყობილ გეჯებში გადაჰქონდათ. ფუტკრებს რომ კვლავ ჩვეულ ადგილზე არ გაეწიათ, ამიტომ მონადირეები ტყეში ხეს, საიდანაც ფიჭა წამოიღეს, ყრუდ ქოლავდნენ. აფხაზების წინაპრები თაფლს ფართოდ მოიხმარდნენ საკვებში და სამკურნალოდაც. ამავე დროს, ისინი ძველად თაფლის სანთლისაგან მათრობელა სასმისს - ბუზასაც (ადიღეური ტერმინი) აკეთებდნენ.



წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები