ახობაძე ლადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახობაძე ლადო – (1885 – 1941), ვლადიმერ ახობაძე; ქართველი დრამატურგი და პოეტი. ფსევდონიმები: ისმაილის ბიჭი, სალამური, ქონდრის კაცი. დაიბადა თბილისში; ლექსებს ბეჭდავდა ჟურნალ-გაზეთებში: „მოამბე”, „კვალი”, „ცნობის” ფურცელი”, „ივერია”, „საქართველოს კალენდარი” 1913 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი წიგნი, რომელიც ცენზურამ აკრძალა, ავტორი კი დააპატიმრეს. 1918 წელს გამომცემლობა „ამქარმა” იოსებ გრიშაშვილის რედაქტორობით და წინასიტყვაობით ეს კრებული კვლავ გამოსცა. 1918 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული – „ცხოვრების ტალღები”.


NOCTURNE (ფრაგმენტები)
როდესაც ცაზე მოსცურავს ნელა
ღამის გუშაგი ბადრი მთოვარე
და შეუშფოთველს განიცდის ძილსა
მით მოხიბლული არე და მარე.
როს ველად დაჰქრის ცელქი ნიავი,
ნანინას უმღერს მსოფლიოს ტკბილსა
და წასჩურჩულებს ცბიერად ყურში
მომხიბლავს ზღაპარს ადამის შვილსა;
მე მაშინაც ვჭვრეტ უკვდავ ბუნების
შემოქმედების განუწყვეტლობას
და მის გარეგნულ უძრაობაში
კვლავ ახალ ძალთა შთანაჩენობას.
და, იმავე დროს გონების თვალით
განვსჭვრეტ შორეულს რა მომავალსა,
წამს გამიტაცებს იმედი ტკბილი
და სულ სხვა ჰანგზე ვაჟღერებ ჩანგსა.
დაე, დაინგრეს, დაიმხოს ერთად,
რაც ადამიანს გარს ახვევია...
დე, დაჰკრას მეხმა, მილეწ-მოლეწოს,
რაც რომ დასამხობ დასანგრევია...
გავერანებულს ცხოვრების ველზე
კვლავ გაჩაღდება ცეცხლი დიადი
და ნანგრევებზე დროშას აღმართავს
ახალ ცხოვრების მუნ განთიადი.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები