აჰამამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჰამამ - აფხ. მიწურიატაკიანი სახლის უკანაკუთხეში, სოხანეში ამოღრმავებული და ქვადაყრილი ადგილი, სადაც ჭურჭელს, სარეცხს რეცხავდნენ და ბანაობდნენ.1. შინაური აბანო, ანუ კუთხე საცხოვრებელში, სადაც ტანს იბანდნენ; 2. დაქანება, რომლითაც გამოყენებული წყალი სახლიდან გარეთ, ხვრელის საშუალებით ჩადიოდა თხრილში. იგი კეთდებოდა მიწის იატაკიანი სახლის ერთ კუთხეში. მიწის იატაკი დაქანებული იყო და ხის საფუძველის გავლით, უფრო ქვემოთ, გარე თხრილთან იყო შეერთებული. მიწის ამ დაქანებაზე წვრილ კენჭებს აწყობდნენ. სიტყვა ნასესხებია თურქულიდან.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები