აჲჰაბხუშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჲჰაბხუშა (აჲჰაბხοშჷა) — უხუცესის წილი აფხაზებში. თავდაპირველად დიდი ოჯახის სეგმენტაცია უხუცესის, ე.ი. ოჯახის მეთაურის სიცოცხლეში შეუძლებელი იყო. დიფერენციაცია მიზანშეწონილი ხდებოდა მაშინ, როდესაც ერთ ოჯახში რამდენიმე თაობით (5-7) დაშორებული ნათესავების წრე იქმნებოდა. მშობლების სიცოცხლეში ოჯახის სეგმენტაცია გვიანი მოვლენა იყო. ამ დროს გაყოფისას მიწა და ძირითადად საქონელიც, ჩვეულებრივ, მეწილეებზე თანაბრად იყოფოდა. დიფერენციაციის დროს თუ რომელიმე ან ორივე მშობელი ცოცხალი იყო, ცხადია, ისინი დიდ, ძირ სახლში რჩებოდნენ სახოვრებლად უმცროს, დაუქორწინებელ ვაჟთან ერთად. ამიტომ, აჲჰაბხუშაე .ი. უხუცესის წილი ქონებიდან (გარდა დიდი სახლისა) უხუცესების წილი საქონელი, მსხვილფეხა და წვრილფეხაც იყო, რომელიც სიცოცხლეში მათ გამოკვებას უნდა მოხმარებოდა, ხოლო შემდეგ დაკრძალვის ხარჯებს. თუ მხოლოდ ერთი მშობელი იყო ცოცხალი, მაშინ ერთ ძროხაზე რიგდებოდნენ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები