ბაბლუარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაბლუარა

ბაბლუარა – (Swertia iberica Fisch. Ex Boiss.); ოჯახი: ნაღველასებრნი (Gentianaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ღერო სწორად მდგომია, მარტივი. იშვიათად – ზედა ნაწილში ოდნავ დატოტვილი. მცენარის სიმაღლე 20-80 სმ-ია. ფესვთანური და ქვედა ფოთლები ფართო-ელიფსურია ან მოგრძო-კვერცხისებური. ღეროსეული ფოთლები მოკლეყუნწიანია, რიგ-რიგად განწყობილი, ლანცეტა ფორმის. ყვავილედი საგველასებურია. გვირგვინი მოთეთრო ყვითელია ან მკრთალი ცისფერი. ჩვეულებრივ, მუქი წინწკლებით მოფენილი. ყვ. ნაყ. VI-VIII. მაღალმთის მცენარეა, იზრდება მდინარეთა გაყოლებებზე, ტენიან მდელოებსა და ტყის პირას, მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, სოფელ დართლოსკენ მიმავალ გზაზე. გავრცელებულია მთელ მაღალმთიან საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები