ბაგრატიონი ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატიონი ილია გიორგის ძე, (ილია ბატონიშვილი) – (1790 – 1854), დაიბადა თბილისში. იყო ძე მეფე გიორგი XIIისა. 1803 წლის 23 თებერვალს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იძულებით რუსეთში გადაასახლეს და იგი დასახლდა მოსკოვში, სადაც 1844 წელს ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ინგლისელი ფილოსოფოსის ს. კლარკის მიმოწერა გერმანელ ფილოსოფოს გ. ლაიბნიცთან. წერდა ლექსებსაც. მის პოეზიას აშკარად ეტყობა ბესიკის გავლენა. გარდაიცვალა მოსკოვში.


საყვარელო მომაგონდი (დუბეითის ხმაზე)
საყვარელო, მომაგონდი,
შენი ნახვა მამინდა მე!
ტანად ტურფავ, მშვენიერო,
შენთან ხლება მამინდა მე!
პირზედა გაქვს შავი ხალი,
ტურფად გშვენის წამწამ-თვალი,
გულზე გადგას ცის ზუალი,
თვალში კოცნა მამინდა მე!
სახე შენი მზე და მთვარე,
ვარსკვლავს გიგავს ორივ მხარე.
სრულ ხმელეთი შევაზარე,
შენთან ჯდომა მამინდა მე!
შიო ვამბობ: შენი ქება,
გულსა ცეცხლი მეკიდება!
კარგად ვიცი, გიამება,
შენთან ყოფნა მამინდა მე!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები